პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსზე ბექა სიხარულიძემ პირველი პრემია, ხოლო გიორგი გრძელიძემ მეორე პრემია დაიმსახურეს

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ბორჯომში გაიმართა მეოთხე ასაკობრივ კატეგორიაში კონსერვატორიელებმა ბექა სიხარულიძემ პირველი პრემია (ხელმძღვანელი – მიწვეული მასწავლებელი მამუკა სიხარულიძე) და გიორგი გრძელიძემ მეორე პრემია (ხელმძღვანელი – პროფესორი ნუცა ჭირაქაძე) დაიმსახურეს.
ასევე ბექა სიხარულიძემ აიღო კონსერვატორიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის და თამარ ლიჩელის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი პროფესიონალიზმისთვის.
ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: ნინო გვეტაძე, ვალერიან შიუკაშვილი, გაიუშ კესკა და თამარ ლიჩელი.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს

პაატა მანჯგალაძე – ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს – ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა – ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ