პეტრ პაველი – რუსეთი დროს აჭიანურებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვის ნაცვლად მემორანდუმის მომზადებაზე საუბრობს

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან -ის გასვლა კრემლისთვის საჩუქარი იქნება, – Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან კოორდინაცია კვლავ არასაკმარისია.
ს განცხადებებს აღვიქვამ, როგორც იმედგაცრუების გამოხატულებას იმის გამო, რომ საქმეები ისე არ მიდის, როგორც მას იმედი ჰქონდა, კერძოდ, რომ ის შეძლებდა პრეზიდენტ (ვლადიმერ) პუტინთან შეთანხმების სწრაფად მიღწევას და ში მშვიდობის გამოცხადებას, ამავდროულად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
მისი თქმით, მოსკოვი აშკარად დროს აჭიანურებს და რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვის ნაცვლად მემორანდუმის მომზადებაზე საუბრობს. ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამან, შესაძლოა, პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადადოს.
ს თქმით, ევროპამ ძლიერი და გაერთიანებული ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ვფიქრობ, საბოლოოდ დადგა დრო, ამერიკელ მოკავშირეებთან ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ შევიმუშაოთ ისეთი კალიბრის ეკონომიკური და ფინანსური ზომები, რომ რუსეთმა ნამდვილად იგრძნოს მათი გავლენა“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ დილიდან ის იქნება, თითქოს რუბიოს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ზოგიერთი უცხოელი „მეგობარი“ საქართველოს დამოუკიდებელ კურსს ვერ ეგუება – ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი

ზურაბ ჯაფარიძე – გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი – ნუ გიყვართ ადამიანების „თრევა“ ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში