პეტრო პოროშენკო – არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება – ჩვენ არ ვაყენებთ ხელისუფლების, მათ შორის ზელენსკის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ

უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ. ამის შესახებ უკრაინის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
“ამერიკელები ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ევროპელები – ევროპულებიდან. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ და ევროპულ ინტერესებშია.
არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება, თითქოს ვითომდა აუცილებელია უკრაინული ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის დამტკიცება პარლამენტში თ.
ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიციაა – ჩვენ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ…
ჩვენი პრინციპული პოზიციაა – მოლაპარაკებებზე ძლიერი უნდა იყოს. ხოლო უკრაინის ძალას ერთიანობა უზრუნველყოფს – გარე და შიდა”,-განაცხადა პოროშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..