პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.
პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.
იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.
ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო. ფინალური ბლოკი 21:15 საათიდან დაიწყება.
პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ფინალში – ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.