პეტრე ცისკარიშვილი – 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება – ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი

4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება- ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ 4 ოქტომბერს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული მუხტი ვერ ჩაქრება.
„4 ოქტომბრის გეგმებს რაც ეხება, არაფერი იცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს და ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრაზს რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით – ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ იმ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას.
უკვე ამდენი წელია, როგორც ს ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს ლევანისიც ძალიან შეეშინდა და ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს. ლევანი დააკავეს აბსოლუტურად გაუგებარი, აბურდული ბრალდებით ვითომ ვიღაცას ქრთამს სთავაზობდა. სინამდვილეში კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებები გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი,“ -განაცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება