პეტრე ცისკარიშვილი – 4 ოქტომბერს ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე – თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს და დაასრულებს „ოცნების“ რეჟიმს

4 ოქტომბერს ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე -თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს და დაასრულებს „ოცნების“ რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის განცხადებით, პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს.
„ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით რუსთაველის გამზირზე. თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კონსოლიდირებული იქნება მთავარი იდეის გარშემო, რომ „ოცნების“ რეჟიმი უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…