პეტრე ცისკარიშვილი – წარმოუდგენელია არქივებზე დაშვება ნებადართული იყოს რუსეთში და „ოცნება“ ამას კრძალავდეს – მათ საკუთარი თავი მიაჩნიათ ბოლშევიკების გაგრძელებად, პრაქტიკულად, ერთი დნმ-ით ცხოვრობენ

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ მემორანდუმი გაფორმდა – მემორანდუმს შეუერთდა და ხელი „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შექმნას ოთხი პრიორიტეტული ამოცანით.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მემორანდუმს ხელი პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა.
„ე.წ. „ქართული ოცნება“ კრძალავს ეროვნულ არქივებზე საბჭოთა დაშვებას, რადგან მათ ერთგვარად საკუთარი თავი, საკუთარი ხელისუფლება მიაჩნიათ ბოლშევიკების გაგრძელებად. პრაქტიკულად, ერთი დნმ-ით ცხოვრობენ და ცოცხლობენ. წარმოუდგენელია არქივებზე დაშვება ნებადართული იყოს რუსეთში და „ოცნება“ ამას კრძალავს, რადგან მათ ერიდებათ იმ ისტორიების გამოაშკარავების, რაც გასული საუკუნის პირველ ნახევარში ხდებოდა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ