პეტრე ცისკარიშვილი – ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა – „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა

„ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა,- ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარშზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საუბრისას განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმს მანიპულაციების და გაყალბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს“.
„ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა. 26 ოქტომბერს ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვება უნდა გავაფორმოთ, დავიცვათ ხმები, მანიპულაციების და გაყალბების საშუალება ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ.
როგორც გუშინდელი მარშის დროს მთელი საქართველოს საზოგადოება ერთსულოვანი იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე საქმით, შრომით, ეკონომიკის განვითარებით, საგარეო ვექტორის ცვლილებით დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა