პეტრე ცისკარიშვილი – სამწუხაროდ, ჩვენი „მეგობრები და კოლეგები“ არიან რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი – აი, ამ სამწუხარო ბანაკში ამოყო თავი საქართველომ!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ირანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ „ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმისა, რომ ს ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც“.
მისივე თქმით, თუ 26 ოქტომბერს ხელისუფლება არ შეიცვლება, ევროპიდან მომდინარე ყველა სარგებელს დავკარგავთ.
„ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც და ამ ბანაკის სხვა წევრ ქვეყნებში ინაუგურაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიება, აუცილებლად ჩადის და ესწრება. სამწუხაროდ, ჩვენი „მეგობრები და კოლეგები“ ამ ერთობლიობაში, არიან ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. აი, ამ სამწუხარო ბანაკში ამოყო თავი საქართველომ და ეს სიტუაცია თუ არ შევცვალეთ ჩვენ 26 ოქტომბერს, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაუარესდება. ევროპისგან ჩვენ რაც გვაქვს ახლა ბენეფისები – თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა, ესეც ჩაბარდება ისტორიას აუცილებლად, თუ აქ, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრიდან, რეალობა არ შეცვალა,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ირანში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება