პეტრე ცისკარიშვილი – „ოცნებაში“ კალაძე და კობახიძე „კლანად“ მოიაზრებიან, აჯობეს დანარჩენებს და თავისი ხალხი წამოწიეს წინ, სხვა მომენტში შეიძლება მათ მოუწიოთ გვერდზე გასვლა, გადადგომა ან უარესი – გადაადგილებას დიდი დატვირთვა არ გააჩნია

საკუთარი დროშით არცერთი ქვეყნის ლიდერი არ ჩამოვიდა, ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოუშვეს ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას სწავლობს , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია, გაიგოს „რა გეგმები აქვს რეჟიმს, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო“.
მისივე თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი „ქოცურ პროპაგანდას“ საკვებს აძლევს.
„პრობლემა არის ის, რომ ქოცურ პროპაგანდას, ამ რეჟიმის სატელევიზიო არხებს აძლევს საკვებს იმისათვის, რომ თავის ლეგიტიმაციას ხაზი გაუსვან, როდესაც მაღალი დონის ვიზიტი დგება და ეუთო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის. მეორეს მხრივ, სწორედ ასეთი ვიზიტი უსვამს ხაზს და იმის ინდიკატორია, რომ დედაქალაქებიდან არავინ არ გაღიარებს, არცერთი ქვეყნის ხელისუფლება და მათი პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები აქ აღარ ჩამოდიან. ჩვენ გვახსოვს იმ 9 – წლიანი მმართველობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან რიგი იყო სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების და პრეზიდენტების, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, თბილისის ქუჩებით ტკბებოდნენ და რეფორმებს ეცნობოდნენ. ახლა აღარავინ არ ჩამოდის, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია, იმისთვის, რომ შეისწავლოს და დააკვირდეს, გაიგოს ვინ ხარ, რა გეგმები აქვს რეჟიმს, რომელსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, რა თქმა უნდა, ჩამოვა. სწორედ ეს უსვამს ხაზს, რომ დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსგან არ ხარ აღიარებული, არ არ მათ თვალში ლეგიტიმურ ძალა. საერთოდ რომ არავინ ჩამოვიდეს, მართლა ხომ არ შემოღობავენ აქ. ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური აქტორი იყო საქართველო თავის დროზე და გეოგრაფია არ შეცვლილა, ჩვენ ისევ იმ გზაგასაყარზე ვართ სამხრეთ კავკასიაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ვიმყოფებოდეთ.
ერთგვარად იმასაც კი მაგონებს, რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას რომ აუკრძალავენ, თუ ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯება ხოლმე, ნეიტრალური დროშით გამოდიან, თეთრი დროშებით. დაახლოებით ასეა, საკუთარი დროშით აქ არცერთი ქვეყნის ლიდერი არ ჩამოვიდა, ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოუშვეს ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას სწავლობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შენიშვნა და მოსაზრება იყო, რომელიც უკავშირდება ამ რეჟიმის მიერ დემოკრატიული ფასეულობების უარყოფას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილმა გადაცემაში სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ და ირაკლი „ქართულ ოცნებაში“ ერთ ჯგუფად მოიაზრება და „რაღაც მომენტში აჯობეს დანარჩენებს და თავის ხალხი წამოწიეს წინ“.
„ყველა ეს ადამიანი, თანამდებობის პირები, საიდანღაც მოხსნილი და მინისტრთა კაბინეტში შემოყვანილი, საბოლოო ჯამში, ს და რუსული ხელისუფლების მარიონეტები არიან, ამიტომ მათ გადაადგილებას დიდი დატვირთვა და შინაარსობრივი, საგნობრივი სიბრტყე არ გააჩნია. დერეფნებში რა ინტრიგები იხლართება და რომელი დაჯგუფება მოძლიერდა ბიძინა ივანიშვილის და კრემლის კარზე ამ კონკრეტულ მომენტში, ამის მიხედვით იხსნებიან და წინაურდებიან. კალაძე და კობახიძე ერთ ჯგუფად, შიდა კლანად მოიაზრებიან „ოცნებაში“ და რაღაც მომენტში აჯობეს დანარჩენებს და თავის ხალხი წამოწიეს წინ. სხვა მომენტში შეიძლება ამათ მოუწიოთ გვერდზე გასვლა, გადადგომა ან კიდევ უარესი. არაფერი პრაქტიკული მნიშვნელობა ამას ჩვენი ქვეყნისთვის არ აქვს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.