პეტრე ცისკარიშვილი – მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად

მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, ს აგენტებად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
„მომდევნო ნაბიჯი, მგონია უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება, ჩვენი ერთიანობით 26 ოქტომბრის შემდეგ განვახორციელებთ.
გამჭვირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება“, განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას ცისკარიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ს „ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ“.
„სამწუხაროდ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულება, როგორ წესი ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუცია, როგორიც დასავლური ყაიდის დემოკრატიულ სახელმწიფოებში უნდა იყოს, აქ არ არსებობს და პირდაპირ ერთ ადამიანს და ერთპარტიულ ორგანიზაციას ექვემდებარება, ჩვენი სასამართლოც და პროკურატურაც, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უკვე მისჯილ ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმ შიშების გამო, შეიძლება, ჩემი აზრით პერსპექტივა ნაკლებად ჩანდა იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც პრეზიდენტი, აკეთებდა, მაგრამ მაინც თავი დაიზღვიეს, მაინც პრევენციულად იმ ადამიანს, რომელსაც 6 წელი აქვს მისჯილი, კიდევ წინასწარი პატიმრობა დაუმატეს ზევიდან, ანუ მისი ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ასევე საერთაშორისო აქტორებმაც, მათ შორის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან, იმის გამო, რომ რანაირად წარმოგვიდგენია ჩვენ თავისუფალი, სამართლიანი და ამავდროულად, კონკურენტული , როდესაც მთავარი მოთამაშე, მთავარი ოპოზიციონერი ველზე არ არის და საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს. უკვე წინასწარ აქტიურად განსაზღვრულია, რომ ეს არჩევნები თავისუფლების და სამართლიანობის კუთხით ძალიან ხარვეზებს განიცდის. მიხეილ სააკაშვილს არ ეშინია, არც არანაირი საკნის გამოცვლის, არც სხვადასხვა, ასე ვთქვათ შენობაში გადაყვანის“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.