პეტრე ცისკარიშვილი – მიშა სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესი შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითია, როცა პროკურორები, მოსამართლეები და სასამართლო ერთ გუნდში თამაშობენ და ივანიშვილს ექვემდებარებიან

ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლეები ერთ გუნდში თამაშობენ და ემორჩილებიან ივანიშვილს, – აღნიშნულის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ხელისუფლებას აშინებს და ამიტომ უნდათ, რომ ის საკანში იყოს გამოკეტილი.
„მიშა სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესი შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითია, როდესაც პროკურორები, მოსამართლეები და სასამართლო ერთ გუნდში თამაშობენ და ივანიშვილს ექვემდებარებიან. ერთ მხარეს არიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარეთ ყოფნაც რეჟიმს აშინებს და ამიტომ უნდათ, საკანში იყოს გამოკეტილი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას