პეტრე ცისკარიშვილი – იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენელია – ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა

ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა და კიდევ ერთი დასტური იმ ადამიანებისთვის, რომელთა შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს და „ქართული ოცნების” ხელისუფლება – იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა [პარტნიორებთან] წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებაც უკვე შეუძლებელი იქნება და ჩატეხილი ხიდი, რაც შეერთებულ შტატებთან არსებობს, ვეღარ აღდგება.
„ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა და კიდევ ერთი დასტური იმ ადამიანებისთვის, რომელთა შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს კობახიძე და „ქართული ოცნების” ხელისუფლება. ესენი ხალხს ეუბნებიან: „როგორც კი დასრულდება ომი, როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ, დასავლეთთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყება, გადაიტვირთება ის პრაქტიკულად ჩატეხილი ხიდი და დაძაბული, გაუარესებული ურთიერთობები, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს“. სინამდვილეში ეს „ოცნების“ პირობებში ვეღარ მოხდება. მათ იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაანახეს, რომ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური და საგარეო ღირებულებები და მისწრაფებები აქვთ, ვიდრე ქართველ ხალხს აქვს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა, შეწებება არის წარმოუდგენელი და ეს უბრალოდ, არ გამოვა. თუ „ქოცი“ რჩება ხელისუფლებაში, აღარ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებაც უკვე შეუძლებელი იქნება და ჩატეხილი ხიდი, რაც შეერთებულ შტატებთან არსებობს, ვეღარ აღდგება. ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, თუ რაღაც მექანიზმებით, გაყალბებით, ძალადობით, “ოცნებამ” შეძლო და ხელისუფლება შეინარჩუნა. მაგრამ სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ხვალ თბილისი ცენტრში იქნება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ამ რეჟიმს გააპროტესტებს და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თავის სათქმელს ეტყვის მთელ საქართველოს და დასავლელ პარტნიორებს. შემდეგ, 26 ოქტომბერს ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
გარდა ამისა ცისკარიშვილმა უპასუხა კითხვას ტექნიკური მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამის ვალდებულება არჩევნებამდე არ არსებობს.
„ქარტიაში არ წერია, რომ არჩევნებამდეა რაღაც ვალდებულება და მთავრობის დასახელება არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ქარტიაში წერია ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის თაობაზე, რომლის ერთგულიც ვრჩებით და რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ნებისმიერი კონფიგურაციის მთავრობის პირობებში. დარწმუნებული ვარ, როდესაც ოპოზიცია გაიმარჯვებს და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე, მოხდება ისეთი მთავრობის ფორმირება, რომლის პრიორიტეტები – „რუსული კანონის“ უკან გაწვევა, მართლმსაჯულების რეფორმა, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე უკან დაბრუნება და მოლაპარაკების გახსნა ბრიუსელთან, იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი. შესაბამისად, მთავრობის ფორმირება, საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორიც ჩვენ ვართ, მას შემდეგ ხდება, რაც ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველი იტყვის თავის სიტყვას და პარტიები გადაინაწილებენ საპარლამენტო მანდატებს. შემდეგ ამის მიხედვით ხდება მთავრობის ფორმირება და ყველანაირი პოლიტიკური, სამართლებრივი და კონსტიტუციური ლოგიკა ამისკენ მიგვითითებს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ ახალ ანგარიში „მზადდება ს გრძელვადიანი საფრთხისთვის“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვიასაქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია”.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ „-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.