პეტრე ცისკარიშვილი: ივანიშვილს თუ დასჭირდება, ლუკაშენკოსაც გადაასწრებს ავტოკრატიული რეჟიმით

ივანიშვილს თუ დასჭირდება, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ლუკაშენკოსაც გადაასწრებს ავტოკრატიული რეჟიმით, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა “ტვ პირველის“ გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ყველა ადამიანი, მათ შორის “ოცნების“ მომხრეები, ან უბრალოდ, ჯერ კიდევ პოლიტიკურ შეხედულებაში გაურკვეველი ადამიანები, კონსოლიდირდება და გაერთიანდება “ეს რეჟიმი დასრულდება“.

საზოგადოების 80 პროცენტი, პირობითად ვამბობ, თუ გაერთიანდება და ამათ წინააღმდეგ აღდგება, როგორც მინიმუმ პროცესს უგულშემატკივრებს, თუნდაც სოციალური ქსელიდან, ეს რეჟიმი დასრულდება, ეს ვერტიკალი ჩამოეშლებათ, ეს მთავრობა აღარ იქნება და დროებითი მთავრობის პირობებში ჩატარდება . ჩვენ არანაირ ახალ არჩევნებზე არ ვთანხმდებით, ჩვენ ვთანხმდებით ახალი არჩევნები მხოლოდ დროებითი, არაქოცური მთავრობის პირობებში ჩატარდეს, ეს არის გამოსავალი, თორე თუ ბიძინას ატარებინებ კიდევ ერთ არჩევნებს, რა მაზოხიზმია, რა აზრი აქვს ამ პუნქტების ჩამოთვლას, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა