პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს

ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს , – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების ღირსების ორდენით დაჯილდოება.
პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლება, „როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვი, ისე ჯიბრში უდგება საერთაშორისო საზოგადოებას“.
„ამ დაჯილდოებას აქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: პირველი, როგორც ჩანს, ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ეს ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს იმისთვის, რომ მეტი ნდობა იყოს და უფრო მეტად განიმტკიცონ თავიანთი გარემოცვა ისევე, როგორც რიგითი მხარდამჭერები.
მეორე, როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვები, ისე ჯიბრში უდგებიან საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ბოროტების განსახიერება ყველა დანარჩენის თვალში, „ქოცებისგან“ არიან დაჯილდოებულები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. მათ ღირსების ორდენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ