პეტრე ცისკარიშვილი – ეს რეჟიმი რუსეთთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ, ჩაგვიხერგოს ევროპული გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ!

ეს რეჟიმი რუსეთთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ, ჩაგვიხერგოს ევროპული გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ! როგორც შარშან არ მივეცით უფლება, რომ გაეტანათ რუსული კანონი, არც ახლა მივცემთ ამის საშუალებას! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი.
„ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუსტად ისე, როგორც შარშან არ მივეცით უფლება, რომ გაეტანათ რუსული კანონი, არც ახლა მივცეთ ამის საშუალება! იმიტომ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ ევროპული გზის საბოტაჟი. ისინი გადაგვეღობნენ და ცდილობენ ჩაგვიხერგონ ევროპული გზა.
შარშან, უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. წელსაც დეკემბერში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როდესაც უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები ევროპასთან და რუსეთთან ერთად, ეს რეჟიმი ცდილობს კიდევ ერთხელ ჩაგვიხერგოს ეს გზა, რის საშუალებასაც მათ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ!“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე