პეტრე ცისკარიშვილი განმარტავს, რა უარყოფითი გავლენა მოახდინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ ქართულ ეკონომიკაზე

„რუსული კანონი“ ძალიან ცუდად აისახა საქართველოს ეკონომიკაზე – ორი წლის წინ ჩვენი სავალუტო რეზერვების ზრდა შეადგენდა 370 მილიონ დოლარს, წელს ივლისში სავალუტო რეზერვების ზრდა 75 პროცენტით ნაკლები იყო, თითქმის განულდა და ჩამოვიდა 91 მილიონზე. 370 მილიონიდან 91 მილიონამდე შემცირდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით „ქართული ოცნების“ მიზანი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით ის პოლიტიკური მიზეზები, მიზნები და ამოცანები, რაც „ქართულ ოცნებას“ ამოძრავებდა, როდესაც „რუსულ კანონს“ იღებდა – ეს იყო საერთაშორისო იზოლაცია, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა და შიდა პოლიტიკური რეპრესიების მოწყობა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდეს და ახლა უკვე დაგვიანონსეს, რომ არც ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს.
ნუ დაგვავიწყდება „რუსული კანონის“ ძალიან უარყოფითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე. ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ, არც მანამდე ბრწყინავდა, მაგრამ მე მინდა წარმოგიდგინოთ, თუ როგორ აისახა „რუსული კანონის“ მიღება, საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია ქართულ ეკონომიკაზე. მაგალითისთვის, საერთაშორისო შემოდინებები, ჩვენი სავალუტო რეზერვები გასულ წლებში ივლის-აგვისტოს თვეებში იზრდებოდა ხოლმე, მაგალითად: ორი წლის წინ, ჩვენ სავალუტო რეზერვების ზრდა შეადგენდა 370 მილიონ დოლარს იმისთვის, რომ გადაზღვეულიყო მომავალი თვეები, როდესაც ტურისტული ასეთი აქტიური არ არის, მაგალითად: ნოემბერში და დეკემბერში. წელს ივლისში სავალუტო რეზერვების ზრდა 75 პროცენტით ნაკლები იყო, თითქმის განულდა და ჩამოვიდა 91 მილიონზე. 370 მილიონიდან 91 მილიონამდე შემცირდა. ჩვენი მთავრობა ხშირად ტრაბახობს ხოლმე სამუშაო ადგილების შექმნით და ამ სტატისტიკით, მე მინდა დაგანახოთ სიმართლე, რაც შეეხება სამუშაო ადგილებს და სამუშაო ძალას, რომლის სტატისტიკის მიხედვით მონაცემები დაახლოებით 14 % არის უმუშევრობის დონე, ხოლო ამ 14 პროცენტში შედის ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან 500 ლარზე ნაკლებ ხელფასზე. ჩვენ არ ვთვლით, რომ სამუშაო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი დასაქმება, როდესაც ადამიანს ურჩევნია ასაკობრივ პენსიაზე იყოს და უფრო მომგებიანი იქნება მისთვის, ვიდრე მუშაობდეს და იმაზე ნაკლებს იღებდეს, ვიდრე ქვეყანაში არის პენსია. ასეთი არის 160 000 ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულად თვლიან 55 000 ადამიანს, რომელსაც სოფლად პატარა მიწის ნაკვეთი გააჩნია, ან რამდენიმე ქათამი ჰყავს და ის დასაქმებულად ითვლება, მას მეტი შემოსავალი, თურმე არ სჭირდება. ამ ციფრების, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მთლიანი უმუშევრობა ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 40 პროცენტს. ამ მონაცემების გასამყარებლად კმარა მხოლოდ იმ სტატისტიკის ამოწევა, რასაც იგივე სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს, რომ თურმე თბილისში უმუშევრობა არის 17,5 პროცენტი, ხოლო გურიაში უმუშევრობა არის 16 პროცენტი. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ იტყუებიან უმუშევრობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ჩვენ რამდენიმე კვირის წინაც გვქონდა ამაზე დეტალური განმარტებები. რეექსპორტი პირველ შვიდ თვეში – ეროვნული წარმოების ქართული ექსპორტი, რეექსპორტის გარდა, არის მკვეთრად შემცირებული, მილიარდ ნახევარ დოლარზეა ჩამოსული და ის სქემების ექსპორტი, რასაც რეექსპორტს ეძახიან, სადაც „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მილიონებს შოულობენ, ეს ციფრი არის დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით მეტი პირველ შვიდ თვეში, ანუ ეს ფული იშოვეს იმ კომპანიებმა, რომლებსაც სქემები აქვთ აწყობილი, რუსეთზე რეექსპორტს ახდენენ, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ხოლო ქვეყანაში შიგნით, რაც იწარმოებოდა ეს არის მილიარდ ნახევარი, დაახლოებით ნახევარზე კიდევ უფრო ნაკლები. ამის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი მთელი მთლიანი ჩვენი ექსპორტი, ეროვნული ექსპორტი, შიდა წარმოება, რაც ქვეყნის გარეთ გავიდა გასულ წელს დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი იყო, ამის საპირისპიროდ 4 მილიარდ დოლარზე მეტს რიცხავენ ჩვენი დიასპორების წარმომადგენლები ემიგრაციიდან“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
გარდა ამისა, ცისკარიშვილის თქმით, თუ ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოს და -ს შორის ურთიერთობები აღდგება.
„საქართველოს გარედან ფულადი გზავნილები არის ერთნახევარჯერ მეტი, ვიდრე ქართული ეროვნული წარმოება, რაც გავიდა ექსპორტზე, ანუ რეალურად, რაც ასტაბილურებს ჩვენს ეკონომიკას და ინარჩუნებს ასე თუ ისე ლარის ეროვნული ვალუტის კურსს, ეს არის გზავნილები საზღვარგარეთიდან, რომელიც ერთ ნახევარჯერ მეტია, საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ ადამიანებს „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, რადგან ეშინია მათი გადაწყვეტილების.
ჩვენი „ერთიანობის“ ლიდერები, თინა ბოკუჩავა და , ამ დღეებში სწორედ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, რათა აღადგინონ და გააუმჯობესონ ის დაზიანებული ურთიერთობები, რაც სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეერთებულ შტატებთან შექმნა. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას და უსაფრთხოების და სტაბილურობის ერთიან ჩარჩოს შეერთებული შტატებიდან უზრუნველყოფის, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველო მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ მთელი მსოფლიოდან, რადგან ჩვენ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან გვექნება. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში აბსოლუტურად, რეალური და შესაძლებელია, რომ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მიმართულებით დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი იქნეს მოზიდული ქართული ეკონომიკისთვის, რათა საქართველოში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ის ქვეყანა, რომელიც იქნება აშშ-ის ფოლგის ქვეშ, მას ენდობა მთლიანად ცივილიზებული სამყარო, რომ ნებისმიერ ნახევრად გამტარები, მიკრო ჩიპები, თუ ვიდეო ბარათები, რომლებიც საქართველოში იქნება წარმოებული, საქართველოს ექნება საკმარისი სანდოობა იმისთვის, რომ ამ ტიპის პროდუქცია გავა მხოლოდ იმ აზრებზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი დასავლური ცივილიზაციის და მეგობარი ქვეყნების წრეს და არანაირად ის არ გავა ირანის, ჩრ. კორეის ან თუნდაც ს მიმართულებით. ამის გარანტია უნდა ჰქონდეს შეერთებულ შტატებს და ჩვენს მეგობრებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს მიმზიდველი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის თვითონ ამერიკის მხრიდანაც.
ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც შეერთებული შტატებიდან და სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან შესაძლებელი იქნება დიდი ინვესტიციების მოზიდვა, ხოლო ამის გარდა, რა თქმა უნდა, ადგილზე შესაცვლელია კანონმდებლობა იმისათვის, რომ კანონის უზენაესობა არსებობდეს, გადასახადების შეღავათიანი რეჟიმები იყოს კონკრეტული მიმართულებით, სასამართლო რეფორმა იყოს გატარებული იმისათვის, რომ დიდ რისკებს ვერ ხედავდეს ინვესტორი, ასე რომ საქართველოშიც, გარდა მეგობარი აქტისა, ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი იმისათვის, რომ ამ ტიპის დიდი, სერიოზული მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები მოვიზიდოთ, ხოლო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება და მას შემდეგ მოხდება, რაც ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.