პეტრე ცისკარიშვილი – ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რათა ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში – ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდოს სახელმწიფო

ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, ვის ანდოს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის განმარტება მოისმინა, თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში.
ცისკარიშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს.
„გასაგებია, რომ ძალიან უჭირთ და ეშინია, ერთტურიანი არჩევნებია, მაჟორიტარები არ ჰყავთ, მანდატებთან დაკავშირებული ფორა აღარ აქვთ, აღარც ის სამკვირიანი ფორა აღარ აქვთ – 2018 წელს რომ გამოვიდა, იტირა, ხალხის მოსყიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეეცადა იმისათვის, რომ მეორე ტურში წარმატებისათვის, ისევ და ისევ გაყალბების ფონზე მიეღწია.
ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჩნდა. ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა. თუ ამას გამბედაობა სჭირდებოდა, მოდი, ახლა ის გამბედაობა გამოიჩინოს და პოლიტიკური ვაჟკაცობა დავარქვათ ამას, რომ მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი, რომელიც იზოლირებულია, ციხეშია, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, რომ საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული – მიშა სააკაშვილი გამოუშვას, სულ რაღაც ცხრა თვეშია და ეს ორი ძალა შეეჯიბროს ერთმანეთს და ხალმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, ვის ანდობს ამ სახელმწიფო მომავალს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია