პეტრე ცისკარიშვილი – ასეთ უკანონო, უსამართლობაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება

რამდენიმე ტომარა შეიტანეს და რა ნივთებია იმ ტომრებში, ესეც არ ვიცით, შემდეგ ჩვენს საოფისე ნივთებთან ერთად გარეთ გამოიტანეს და დატვირთეს თავიანთ მოყვანილ სატვირთო მანქანაში. ასეთ უკანონო, უსამართლო ცხოვრებაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მიმდინარე „პროცესების მინელებას“ ვერ შეძლებენ.
„ამათი უკანონო ქმედებების საბაბი ის არის, რომ ხალხის წინააღმდეგობა არ ტყდება, პროტესტი არ ჩერდება, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში. ვერ მოიფიქრეს ახლა როგორ გაანელონ, როგორ მოახერხონ ის, რომ რაღაცნაირად მინელდეს ეს პროცესი და რაც მოიფიქრეს, ხედავთ, ყველანაირი დარღვევით, არანაირი სასამართლოს განჩინება მათ არ ჰქონდათ, ასე ბანდიტურად მოიჭრნენ ჩვენს ოფისში და იმას აკეთებენ, რასაც თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს