პეტრე ცისკარიშვილი – არც მათი 15 დღის ეშინოდა არავის და არც 60 დღის შეეშინდება – ხალხი უფრო გაბრაზდება

“ოცნებას” იმედი აქვს, რომ მსგავსი რეპრესიული კანონებით შეაშინებენ ხალხს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით, რადგან ხალხი უფრო გაბრაზდება, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, გასაგები იყოს პროტესტის თანმიმდევრობა – ჯერ ს მთავრობისგან უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი .
„აქ მნიშვნელოვანი ის არის, რა მიზანს ემსახურება “ოცნების”, თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედება. მათ იმედი აქვთ, რომ ხალხს შეაშინებენ, პროტესტის ტალღას, ამ მუხტს ჩაახშობენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით – ხალხი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდება. არც მათი 15 დღის ეშინოდა არავის და არც 60 დღის შეეშინდება, მაგრამ პოლიტიკური ჟანრის კლასიკა არის ერთგვარი, რომ ის რეპრესიული რეჟიმები, რომელთაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ გააჩნიათ, მიმართავენ სამართალდაცვით და სისხლისსამართლებრივ ფუნდამენტზე თავიანთი ლეგიტიმაციის შენებას, რაც ყოველთვის მათთვის ცუდად მთავრდება ხოლმე. მთავარია, მოვიკრიბოთ ძალები, პრინციპულები ვიყოთ იმ ჩვენს დემონსტრაციებში, პროტესტში, რომელიც გვაქვს და გვესმოდეს სწორად თანმიმდევრობა როგორი უნდა იყოს: ჯერ ამ რეჟიმისგან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველო, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს უკვე მართლაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ