არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენი მიზანია, ეკონომიკის გაძლიერება, საქართველოს ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაქცევა, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ისე, რომ არავინ საქართველოს აღარ ტოვებდეს, აქ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, ირჩინონ საკუთარი თავი და ოჯახები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრი და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას გააკეთებს.
„რამდენიმე ციფრი თუ როგორ გამოიყურება ივანიშვილის პარტიის მიერ გაღარიბებული საქართველო სტატისტიკურ მონაცემებში – 203 000 ადამიანი ითვლება დასაქმებულად, მაგრამ ეს ადამიანები იღებენ 700 ლარს ან ამაზე ნაკლებს, ამ შემოსავალზე ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი. 300 000 მოქალაქე ცხოვრობს 800 ლარზე და ნაკლებზე, ეს არის ის სიღარიბე, რაც შექმნა ივანიშვილის პარტიამ ბოლო 12 წლის განმავლობაში. მაგალითისთვის კიდევ ერთს მოვიყვან და გეტყვით, რომ 23 წლიდან 34 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც აიღეს დიპლომი, დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი, მიიღეს პროფესიული განათლება, მათი 52 პროცენტი ვერ საქმდება, ვერ შოულობს სამუშოო ადგილს და რა გააკეთონ? იყურებიან გარეთ, იყურებიან ემიგრაციისკენ და ტოვებენ ქვეყანას. ეს არის ის სამწუხარო მოცემულობა, რომელშიც ჩვენს თანამოქალაქეებს უწევთ ცხოვრება. ჩვენ რას გავაკეთებთ? ხშირად არის ხოლმე, რომ მაგალითად რამდენიმე უცხოელს ჩემთვის უკითხავს – მოდი ასეთი ტესტი გავაკეთოთ, ივანიშვილის, რუსეთის და ევროკავშირის ხსენების გარეშე თქვით რისთვის ხართ პოლიტიკაში და რისი გაკეთება გინდათ? ამაზე ჩვენი პასუხია – ეკონომიკის გაძლიერება, საქართველოს ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაქცევა, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ისე, რომ არავინ საქართველოს აღარ ტოვებდეს, აქ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, ირჩინონ საკუთარი თავი და ოჯახები. ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრი და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ახლა კი მოგიყვანთ ორ მაგალითს – 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვესმის, რომ საქართველო არის სატრანზიტო დერეფანი, შემდეგ წამოვიდა ტერმინი „ჰაბი“, რომელიც ვერავინ გაიგო და ისევ სატრანზიტო დერეფანი ჰგონიათ, ანუ ტვირთმა, ნედლეულმა, რკინიგზამ ან ავტომობილმა გაიარა საქართველოში, გავიდა შავ ზღვაზე თურქეთის მიმართულებით და ამით ამოიწურა ყველაფერი, ეს ასე არ არის, ჰაბი და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი ნიშნავს მაგალითისთვის – ნავთობი რომ შემოვა, სანამ საქართველოდან გავა, საქართველოშივე გადამუშავდეს, მივიღოთ იქ ნავთობპროდუქტი, საწვავი, ბენზინი, დიზელი, ამ ყველაფერს უნდა დაახლოებით 3-4 მილიარდიანი ინვესტიცია, რისთვისაც ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში მიშა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენი მთავრობა იყო მზად და არსებობდა ამის პოტენციური ინვესტორები, რაც შემდეგ მიივიწყეს, რადგან მათ პირდაპირ ბიზნეს ინტერესებს, მათ კომერციულ შემოსავლებს ეწინააღმდეგებოდა. იგივე შეიძლება ითქვას გაზთან დაკავშირებითაც, გაზი მილსადენს გაივლის, წავა თურქეთის მიმართულებით და ჩვენ კი, რაღაც სარგებელს ვიღებთ, მაგრამ ეს არის მინიმალური სარგებელი, ვიდრე ამ გაზის მიღების შედეგად შექმნა საწარმო, გადაამუშაო სასუქები, ქიმიური მრეწველობა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ის დამატებითი ღირებულება, რომელიც დარჩება საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს ბიუჯეტს.
მეორე მიმართულება ძალიან საინტერესო, რაზეც ბოლო პერიოდში გაჩნდა დინამიკა, ეს არის მაღალტექნოლოგიური წარმოება, პროცესორები, მიკროჩიპები, ყველანაირი ნახევარგამტარები. ადრე, 15-20-30 წლის წინ ასეთი ტიპის წარმოებებისთვის მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობით ხალხი, კვალიფიციური მუშახელი, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა და ამიტომ მოხდა, რომ შორეული აზიის აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარდა ეს წარმოება. ახლა კი არის პოტენციალი, რომ მანქანა დანადგარების შესაბამისი კაპიტალური ინვესტიციის შედეგად და ხელსაწყოების დახმარებით უკვე ნებისმიერმა ერთწლიანი ტრენინგზე უნარის შეძენის შემდეგ ეს საწარმო გამართოს, მაგრამ აქ რა გვჭირდება? ამისათვის შენ უნდა ევროპის და შეერთებული შტატების პარტნიორი, არავინ არ განდობს მიკროჩიპების წარმოებას ისეთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან მეგობრობს და კაცმა არ იცის ვის მიაწვდი და რა საქმისთვის მიაწვდი ამ ნახევარ გამტარებს, ასე რომ, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ახლა კიდევ ახალ ვერსიაზე მუშაობენ და კიდევ უფრო დაიხვეწება. ყველა შავი ზღვის ქვეყანას ეხება და შეეხო უკვე – თურქეთში, ბულგარეთს, რუმინეთს, ცხადია მოლდოვაც ჰყავთ შეყვანილი ამ უსაფრთხოების აქტში, უკრაინა და საქართველო მოიაზრება. საქართველოს შეეხო მხოლოდ ფარცხალაძის დასანქცირების ნაწილში, სინამდვილეში იქ არის ეკონომიკური, ენერგეტიკული განვითარება, სწორედ ეს მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი საწარმოების გაკეთება ამ შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის ჩარჩოს შიგნით შეგვეძლო ჩაგვედო და აუცილებლად ამას გავაკეთებთ, რომ ქართული ინტერესი ჩავდოთ, რომ აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და აქ იყოს ეგეთი ტიპის მაღალ ტექნოლოგიური წარმოებები, რომელიც მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, შესაბამისი ხელფასებია, საექსპორტო პროდუქციაა, მაგრამ შენი დასავლელი პარტნიორები, პირველ რიგში შეერთებული შტატები, ევროკავშირი უნდა გენდობოდეს, რომ ამ პროდუქტების ექსპორტს განახორციელებ სწორად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.