პეტრე ოცხელის “მფრინავი მღებავის” ახალი სიცოცხლე

გენიალური მხატვრის პეტრე ოცხელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ნამუშევარს “მფრინავი მღებავი” ხელოვნების სასახლემ ახალი სიცოცხლე შესძინა.
, ხელოვნების სასახლის დირექტორი:
“აი, ასეთი კარგი ამბავი გვაქვს ხელოვნების სასახლეში. ჩვენს მუზეუმში ახალი ბილეთებია. ისეთი ლამაზი და მშვენიერი, რომ გადაგდება დაგენანებათ და აუცილებლად სახლში სუვენირად წაიღებთ. გარდა იმისა, რომ ბილეთზე პეტრე ოცხელის უკვდავი შედევრია გამოსახული, აქვე არის QR კოდი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენს მობილურზე ქართული ანიმაციიდან დაუვიწყარი ეპიზოდების ამსახველი სტიკერები ჩამოქაჩოთ. ეს შესანიშნავი პროექტი Viber-თან ერთად განვახორციელეთ და მისი მიზანი ჩვენი ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაა.
ყველას დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კი თეონა ბაღდავაძეს ჩვენი მუზეუმის ძველსა და ერთგულ მეგობარს, ასევე Viber-ის შესანიშნავ ჯგუფს, ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს ირაკლი ზამბახიძესა და ბეგი ბუკიას. ერთობლივმა ძალისხმევამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო.”