პეტრას აუსტრევიჩუსი – თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს

თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს , – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, შედეგად, საქართველოს მთავრობა ევროკავშირს კიდევ „9 ნაბიჯით დაშორდა“.
„თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს და კიდევ ერთ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯის. ამის შედეგად, საქართველოს მთავრობა ევროკავშირს კიდევ 9 ნაბიჯით დაშორდა“, – წერს აუსტრევიჩუსი.