პეტრას აუსტრევიჩუსი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი!

საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.
“საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, უარი თქვა “ქართული ოცნების” რეჟიმის ე.წ. “საპარლამენტო კომიტეტთან” თანამშრომლობაზე და ის დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს,” – წერს აუსტრევიჩუსი.