საქართველომ, როგორც ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლების პრინციპები. თუმცა გერმანიის შეფასებით საქართველო ამას არ ასრულებს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. ეუთო/ODIHR-ს მოვუწოდებთ, გაგზავნოს ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში. საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა ვალდებულებების შესრულებას უდრის” – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე




