პეტერ ფიშერი – სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება, დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ მეგობარს საქართველოში, რომლებმაც სოლიდარობით მიმიღეს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მადლიერებით და სოლიდარობით მიიღო.
„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით