პეტერ ფიშერი: ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. იმედმა და რუსთავი 2-მა ნახეს და მის „საიდუმლო“ მნიშვნელობაზე კამპანიას აგორებენ

„ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. იმედმა და რუსთავი 2-მა ნახეს და მის „საიდუმლო“ მნიშვნელობაზე კამპანიას აგორებენ. ვიმეორებ: ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. მიხვდით?“ — წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებს პასუხობს:
„ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ დაბლოკილია; განათლების რეფორმაზე; და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად ინათლება, მაშინ როცა სინამდვილეში ის დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგი მომავლის უზრუნველსაყოფად ჩვენ ყველა ახალგაზრდა გვჭირდება”. – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
ის ხსნის, რომ შეხვედრა საიდომლო არ ყოფილა და ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო თავად განათავსა სოციალურ ქსელში.
მართლაც ელჩს ფოტო ორი დღის წინ, 15 იანვარს აქვს გამოქვეყნებული და ახლაც იძებნება.
სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები კი დღეს დილიდან წერენ, რომ გერმანიის ელჩმა ახალგაზრდებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა და მეტიც, მან მათთან “ირანის სცენარზე ისაუბრა.”