ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველ და უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად, რომლებიც სწავლობენ ევროკავშირისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. ევროკავშირი „ერთიანია მრავალფეროვნებაში“. საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დათმობა არავის უწევს. თუმცა, კავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია ევროკავშირის კანონები მიიღოთ. ბავშვებს უყვართ ეს იდეალები და მათზე გიჟური ანტიევროპული პროპაგანდა გავლენას არ ახდენს“, – წერს პეტერ ფიშერი.
