პეტერ ფიშერი – გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს

გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში. განხილული იქნა ინფორმაცია ანგარიშების გაყინვის, გამოძიებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების შესახებ, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ, რომელიც უფლებადამცველებს იცავს და მათ უფლებამოსილებას ანიჭებს. გერმანია უფლებადამცველებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ადამიანის უფლებების ცუდი მაჩვენებელი = არა ევროკავშირს“, – წერს პეტერ ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის