პეტერბურგის ბიბლიოთეკებში ბორის აკუნინის წიგნებს აღარ გასცემენ

პეტერბურგის დიდმა ბიბლიოთეკებმა შეწყვიტეს ბორის აკუნინის წიგნების გაცემა. ამის შესახებ „ვაჟნიე ისტორიი“ წერდა 26 ოქტომბერს, ერთ-ერთ მკითხველზე დაყრდნობით, რომელმაც გამოცემას განუცხადა, რომ მას უარი უთხრეს აკუნინის წიგნებზე ს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ლერმონტოვის სახელობით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
მკითხველი შეეცადა მოეძებნა რამდენიმე წიგნი სერიიდან “რუსული სახელმწიფოს ისტორია”. ეროვნულ ბიბლიოთეკაში უთხრეს, რომ მკითხველისთვის მიუწვდომელია ბორის აკუნინის მიერ დაწერილი ყველა წიგნი.
ლერმონტოვის ბიბლიოთეკაში მას უთხრეს, რომ ეს სერია “ამოიღეს ბიბლიოთეკებიდან”.
„ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტმა მოგვიანებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დარეკა როგორც ვითომ მკითხველმა და აკუნინის წიგნების შესახებ იკითხა. მას განუმარტა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, რომ აკუნინის ნაწარმოებების გამოცემა მას შემდეგ შეწყდა, რაც მწერალი ექსტრემისტად გამოცხადდა.
უკრაინის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ კატალოგში აკუნინის ნამუშევრების უმეტესობა მონიშნულია როგორც „მიუწვდომელი“.
რუსეთის კანონით, ავტორის ექსტრემისტად შერაცხვა ავტომატურად არ იწვევს მისი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას. ამისთვის ისინი უნდა მოხვდნენ ექსტრემისტული მასალების სიაში. აკუნინის წიგნები ამ რეესტრში არ შედის, აღნიშნავს „ვაჟნიე ისტორიი.“
ბორის აკუნინმა რუსეთი დაიტოვა და ის ლონდონში გადასახლდა 2014 წლიდან. მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა, დაგმო ს ანექსია და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა ში.
როსფინმონიტორინგმა ბორის აკუნინი დაამატა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში 2023 წლის დეკემბერში. მაშინ ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მწერლის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლების შესახებ და არმიის შესახებ „ყალბი“ სტატიების გამო.
2024 წლის იანვარში აკუნინი ე.წ. „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა. აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გამომცემლობაში”ზახაროვში” , რომელიც მწერლის წიგნებს გამოსცემს.
გამომცემლობა АСТ-მ და მაღაზიათა ქსელმა ჩიტაი-გოროდ-ბუკვაედ-მა შეაჩერეს მისი ნამუშევრების გაყიდვა. ბორის აკუნინის სახელი ამოიღეს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების პლაკატებიდან. ზოგიერთმა თეატრმაც გააუქმა მათი წარმოდგენა.
ბორის აკუნინი ქართულ-რუსული წარმოშობის, რუსულენოვანი მწერლის, მთარგმნელის და მკვლევრის, გრიგორი ჩხარტიშვილის ლიტერატურული ფსევდონიმია. აკუნინი საქართველოშია დაბადებული. ის რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ ემიგრაციამდე.

ასევე დაგაინტერესებთ