პეტერბურგის აეროპორტის საიტი „გატეხეს”

კიბერშეტევა იყო ს ქალაქ სანქტ-პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს” ინტერნეტ-საიტზე.
19 სექტემბერს დღისით აეროპორტის ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საიტი „გატეხეს”, რის გამოც მისი მუშაობა შეზღუდულია და სისტემის აღსადგენად მუშაობენ.
თავად აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა. „პულკოვოს” ადმინისტრაციამ მგზავრების ინფორმირებისთვის „იანდექსის” ონლაინ-ტაბლოს გამოყენება დაიწყო.
კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია ჰაკერების არცერთ ჯგუფს.
2025 წლის ივლისში კიბერშეტევა იყო ს უმსხვილესი ავიაკომპანიის, „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემებზე. ავიაკომპანია იძულებული გახდა რამდენიმე ათეული რეისი გაეუქმებინა.
ამ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების ჯგუფებმა Silent Crow და Cyberpartisans BY.