პესკოვი ქართველებისთვის ვიზის გამარტივებაზე: ერთა შორის დიალოგი არც შემწყდარა

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარიტვებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რუს და ქართველ ერს შორის დიალოგი “არც შემწყდარა”. მისივე თქმით, “სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები” და “ჰუმანიტარული ურთიერთობები”ორი სხვადასხვა რამეა.

“სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები – ეს ერთია, ხოლო ჰუმანიტარული ურთიერთობები, როცა საუბარია ერთა შორის დიალოგზე – ის, არსებითად, არც შემწყდარა. თქვენ იცით, რომ ჩვენთან ქართული დიასპორა საკმარისად დიდია, ჩვენი ტურისტები იქ მიემგზავრებიან. ეს ნორმალური პროცესებია”. – თქვა პესკოვმა.

მანამდე, პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცვლილებებს ხელი მოაწერა.

ახალი საბუთის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში შესვლა 90-ზე მეტი დღით შეუძლია. აქამდე სავიზო რეჟიმი რიგ შემთხვევებში, როგორიც მაგალითისთვის არის დროებითი სამუშაო, რუსეთში 90 დღეზე ნაკლები ხნით დარჩენას ითვალისწინებდა.