პესკოვი: უკრაინის შესახებ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს.
მისი თქმით, „უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოგვიანებით ევროპელების მონაწილეობა აუცილებელი იქნება“.
„ამჟამად, ერთადერთი არსებითი პროექტი ამერიკული, ტრამპის პროექტია. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების კარგი საფუძველი გახდეს და ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა.
ბუნებრივია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა საჭირო გახდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის ცნობით, -ის „სამშვიდობო გეგმის“ ტექსტი უკვე შეიცვალა.
„ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვესმის, რომ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა, გარკვეული ცვლილებები შედის. გვესმის, რომ ტექსტმა, რომელიც არაოფიციალურად ნაადრევად მივიღეთ, ცვლილებები განიცადა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ