პესკოვი უარყოფს, რომ კელოგი მოლაპარაკებებს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ამერიკული ტელეკომპანია NBC -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს -ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სა და რუსეთში კით კელოგი, მოსკოვის მოთხოვნით ჩამოაშორეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პროცესს.
„არა, არ შემიძლია დადასტურება, ალბათ აბსურდული იქნებოდა წარმოდგენა, რომ ს მხარეს შეუძლია ამერიკის შიდა საქმეებში ჩარევა – უმცირესი განზრახვაც არ გვაქვს“, – თქვა პესკოვმა.
სააგენტო “ინტერფაქსის” მიერ მოყვანილი პესკოვის ციტატის თანახმად „ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე“ რუსეთი არ ჩაერევა ამერიკის „შიდა სამზარეულოში“.
„ეს მათი გადასაწყვეტია ვინ დანიშნონ, ვინ – არა, ამიტომ არა: საერთოდ არ შემიძლია დაგიდასტუროთ“, – თქვა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, რუსეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ინფორმაცია NBC News -მა აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა.
ტელეკომპანიასთან საუბარში წყარო რუსეთიდან ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კელოგი ძალიან პროუკრაინულად განწყობილად მიიჩნია.
ელოგის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა.
80 წლის კით კელოგი ს ერთგული მხარდამჭერია, მას ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დავაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ს უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.
კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ „ნამდვილად აღფრთოვანებულია ზელენსკით“.
ფორუმი