პესკოვი საქართველოში არჩევნებზე: ჩარევა არ ყოფილა

მტკიცედ უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს, მათ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი აქვს, ლამის მყისიერად ადანაშაულებენ რუსეთს ჩარევაში. არა, ეს ასე არაა. არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო ხასიათისაა“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად.
არჩევნების შედეგების კომენტირებისას, მან თქვა, რომ „ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მესამე ქვეყანა ამ არჩევნებში არ ჩაერიოს. ქალბატონი პრეზიდენტი () ამბობდა, რომ არ აღირებს არჩევნების შედეგებს. არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება ან არაღიარება“, – განაცხადა პესკოვმა.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდაქართული თემაა“, – დაამატა პუტინის პრესმდივანმა.
მანამდე პესკოვს არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არა .
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53,931%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.
ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, „დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას.” „სამართლიანი ” განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს“.
-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა