პესკოვი საქართველოში არჩევნებზე: ჩარევა არ ყოფილა

რუსეთი მტკიცედ უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ, განაცხადა ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს, მათ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი აქვს, ლამის მყისიერად ადანაშაულებენ რუსეთს ჩარევაში. არა, ეს ასე არაა. არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო ხასიათისაა“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად.
ს შედეგების კომენტირებისას, მან თქვა, რომ „ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მესამე ქვეყანა ამ არჩევნებში არ ჩაერიოს. ქალბატონი პრეზიდენტი () ამბობდა, რომ არ აღირებს არჩევნების შედეგებს. არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება ან არაღიარება“, – განაცხადა პესკოვმა.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდაქართული თემაა“, – დაამატა პუტინის პრესმდივანმა.
მანამდე პესკოვს არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არა რუსეთი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53,931%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.
ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, „დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას.” „სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს“.
-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად.