პესკოვი: საქართველოს ხელისუფლება თავს იზღვევს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ჩარევისგან

ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე, როგორც ამას შვება მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმრავლესობა, ძლიერ სურვილს გამოთქვამს თავი დაიზღვიოს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ჩარევისგან. მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორ ცდილობენ საქართველოს შიდა საქმეებში დაუფარავად ჩარევას გარე ძალები. ისიც გავიგეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას აპირებენ, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საქმეებში გარედან ჩარევა? […] აქ უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს საქმეა, რომელში ჩარევა არანაირად არ გვსურს.