პესკოვი: „რუსეთის მოლაპარაკებებისკენ წაყვანა ზეწოლითა და სანქციებით შეუძლებელია“

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ რუსეთის წაყვანა ახალი სანქციებით შეუძლებელია — რაც უფრო სერიოზული იქნება შემდეგი შეზღუდვები, მით უფრო სერიოზული იქნება რუსეთის პასუხიც.
„რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა მხოლოდ ლოგიკითა და არგუმენტებით არის შესაძლებელი. შეუძლებელია რუსეთის იძულება ზეწოლით ან ძალის გამოყენებით“, — განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც რუსულ ტელეპროგრამაში მოსკოვი. კრემლი.პუტინი გავიდა რუსეთის პირველ არხზე. ინტერვიუ ზარუბინმა მოგვიანებით საკუთარ ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა.
ახალ ანტირუსულ სანქციებზე საუბრისას, მათ შორის — რუსეთის ნავთობზე დაწესებულ შეზღუდვებზე, პესკოვმა თქვა: „რაც უფრო სერიოზულია სანქციების პაკეტი, რომელსაც, გავიმეორებ, არალეგალურად მივიჩნევთ, მით უფრო ძლიერი იქნება „ხიშტის უკუცემა მხარში“. ეს ორპირი იარაღია, ბოლოს და ბოლოს.“
პესკოვის განცხადებით, მას არ ეპარება ეჭვი, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს სანქციების ახალ პაკეტს, რაც, მისივე თქმით, ბრიუსელში ანტირუსული განწყობების დასტურია.
„ცხადია, რომ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე შევძელით გარკვეული გამძლეობის განვითარება და ვისწავლეთ, როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ეს ყველაფერი დამატებით სამუშაოს მოითხოვს. საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების ირგვლივ არ ბრუნავს“, — აღნიშნა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს