კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთი არც ცდილობს და არც აქვს საშუალება ჩაერიოს საქართველოსა და მოლდოვის ელექტორალურ პროცესებში.
“თქვენ იცით, ჩვენ არც ვცდილობთ და დიდი ალბათობით არც შესაძლებლობა გვაქვს, გავლენა ვიქონიოთ ამ ქვეყნებში ელექტორალური პროცესების განვითარებაზე”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვი ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებს და აღნიშნავს, რომ დასავლეთი ოფიციალურ თბილისს საკუთარ “ულტიმატუმებს” უწესებს.
“საქართველოში ასეთი სიტუაციაა, ჩვენ არ ვერევით და არ ვმოქმედებთ საქართველოს საქმეებში, ეს თავად ქართველების საქმეა – მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მაგრამ ჩვენ დასავლეთის მხრიდან ჩარევის სრულიად უპრეცედენტო მცდელობებს ვხედავთ. დასავლეთი არამხოლოდ ცდილობს თბილისს ხელები გადაუგრიხოს, ის პირდაპირ ცდილობს საკუთარი პირობების წაყენებას. რთულია წარმოიდგინო რომ ამაყი ქართველი ხალხი მოითმენს იმ ულტიმატუმებს, რომლებიც მათი მისამართით ყოველდღიურად ჟღერს”, – ამბობს პესკოვი.