პესკოვი: პუტინმა და ალიევმა მხოლოდ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს

სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ერთმანეთს მიესალმნენ, თუმცა არსებითი საუბარი არ ჰქონიათ”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ისინი მიესალმნენ ერთმანეთს, ხელი ჩამოართვეს, მაგრამ, სინამდვილეში, ამჯერად არ ყოფილა რაიმე არსებითი (ანუ ისეთი, რაც კონკრეტულ შინაარსსა და პრაქტიკულ შედეგებზეა მიმართული – „ინტერფაქსი“) საუბარი,“ –-უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს „ინტერფაქსის“ შეკითხვის საპასუხოდ.
ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, ბორტზე 67 მგზავრით, ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოსკენ მიფრინავდა. ურთიერთობების გაუარესების ახალ ტალღას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით დაკავებები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბასლანძე „ქვევრში“ მომხდარზე – პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, შეურაცხყოფა მივაყენე, გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა ჰაერში გაისროლა – მე პრეტენზია არ მაქვს, პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, მათი საქმეა