პესკოვი: პუტინის მიერ ტრამპის მოსკოვში მიპატიჟება კვლავაც ძალაშია

ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ -ის პრეზიდენტ ს მოსკოვში მიწვევა ძალაში რჩება, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
„ეს არ შეჩერებულა. ეს მოქმედი მოწვევაა. [ვლადიმირ] პუტინი მზადაა და სიამოვნებით შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს. ყველაფერი ტრამპის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, განაცხადა პესკოვმა ტასთან ინტერვიუში.
15 აგვისტოს ალასკაში ტრამპთან შეხვედრის დროს, პუტინმა ინგლისურად შესთავაზა ტრამპს მოსკოვში ჩასვლა: Next time in Moscow?” („შემდეგ ჯერზე მოსკოვში?“) – იკითხა პუტინმა. „ო, ეს საინტერესოა. ალბათ ამის გამო გამაკრიტიკებენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია“, უპასუხა ტრამპმა.
მიუხედავად ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებისა, რომ ის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მოსკოვი არ ავლენს ში ომის დასრულების სურვილს და რომ მ შესაძლოა მოახერხოს ს მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება, შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ნატოს ქვეყნები და ზოგადად დასავლეთი დაადანაშაულა რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებაში და აღნიშნა, რომ მოსკოვი „ვერ ხედავს, რომ შეერთებული შტატები უკან იხევს რუსეთთან ღია და გულწრფელი დიალოგის კურსიდან“. თუმცა, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ლავროვის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა „გულწრფელი დიალოგისთვის“ მზად არ არიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის