რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2008 წლის მოვლენებისთვის კომპენსაციის გადახდას, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ეს ცალკე თემაა, ცალკე სუბსტანცია. გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, – თქვა მან ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარისას, რომელიც რუსეთს ავალდებულებს საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდას 2008 წელს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.
