პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს ბევრი იშვიათი წიაღისეული აქვს და აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მზადაა

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს ბევრი იშვიათი წიაღისეულის მარაგი აქვს, და რომ ის მზადაა მათი მოპოვება-დამუშავებისთვის ამერიკასთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობისთვის.
“ამერიკელებს სჭირდებათ იშვიათი წიაღისეული. ჩვენ ის ბევრი გვაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს სტრატეგიული რესურსების განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფართო სპექტრი არსებობს”, – უთხრა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ს პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ორშაბათს თქვა, რომ სამომავლოდ რუსეთ-ამერიკას შორის ეკონომიკური შეთანხმების ფარგლებში მოსკოვი მზადაა ამერიკელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისთვის, იქნება ეს სამთავრობო თუ კერძო სექტორი.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ეკონომიკური განვითარების კუთხით იმუშავებს.
განმარტავს, რომ სამუშაო კვლავ ძალიან ბევრია იქამდე, სანამ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება ან სანამ რაიმე ტიპის ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდება.
“დღის წესრიგში შემდეგი უკრაინის კრიზისის გადაჭრაა. შემდეგ, განსაკუთრებით კი რადგან ამერიკელებმა თავად ისაუბრეს ამაზე, დადგება დრო ვაჭრობის, ეკონომიკის და საინვესტიციო თანამშრომლობის თაობაზე შესაძლო პროექტების განსახილველად”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ როდესაც “პოლიტიკური ნება” გამოიკვეთება, მოსკოვი ამისთვის მზად იქნება.
იშვიათი წიაღისეულის კატეგორიაში 17 ლითონი ერთიანდება. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტრო ავტომობილების, მობილური ტელეფონების, სარაკეტო სისტემებისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გასავითარებლად. რუსეთს ამ ლითონების მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ყველაზე დიდი მარაგი აქვს. ამერიკის გეოლოგიური კვლევების მონაცემებით, მას უსწრებს ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და ავსტრალია.
ამერიკა და ომის დასრულების გარდა, სწორედ იშვიათი ლითონების თაობაზე შეთანხმების პირობებზეც მუშაობენ. ამბობს, რომ მხარეები შეთანხმებასთან “საკმაოდ ახლოს” არიან.