კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკის დაცვა სურს. პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღებას აპირებს, რომელსაც რუსეთის გარდა არავინ იწონებს.
“ჩვენ, ერთი მხრივ, ვადასტურებთ საქართველოს ხელმძღვანელობის სურვილს დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. მეორე მხრივ, კი საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან დაუფარავ ჩარევას ვხედავთ. საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენების მუქარებიც კი გვესმის, თუ ამა თუ იმ კანონს გამოიყენებენ თავისთან, რა არის თუ არა პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში?” – თქვა პესკოვმა.