პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ ნაბიჯებისთვის

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითვის ნაბიჯები გადადგას. ეს მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
“არ არსებობს მკაფიო ვადები, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სიმართლეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც მზად არის ამისთვის და ეს სურს”- თქვა პესკოვმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების განცხადებები შეაქო და თქვა, რომ მოსკოვი მზაადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.