პესკოვის თქმით, -ის დელეგაციას საუდის არაბეთში ლავროვი და პუტინის თანაშემწე შეხვდებიან

კრემლის პრესსპიკერი, აცხადებს, რომ საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე სერგეი იური უშაკოვი შეხვდებიან.
პესკოვის თქმითვე, ლავროვი და უშაკოვი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მიემგზავრებიან.
“დღეს პრეზიდენტ პუტინის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ერ-რიადში მიფრინავენ მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ისინი ამერიკელ კოლეგებთან გამართავენ შეხვედრას, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთ- ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენას მიეძღვნება”- თქვა პესკოვმა.
მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ხვალ, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გაიმართება.
მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციიდან იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.