პერუში მდებარე რესტორანი Maido მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა.
CNN-ის ცნობით, პირველი ადგილი ლიმაში (პერუ) მდებარე რესტორან Maido-ს ერგო, სადაც შეფ-მზარეული მიცუჰარუ ცუმურა Nikkei-ს სამზარეულოს ავითარებს – რაც გულისხმობს იაპონური ტექნიკისა და პერუს პროდუქტების კომბინაციას.
მეორე ადგილი ესპანურ Asador Etxebarri-ს ერგო, ხოლო მესამე – მექსიკურ Quintonil-ს. ათეულში ასევე შედიან: Diverxo (მადრიდი), Alchemist (კოპენჰაგენი), Gaggan (ბანგკოკი), Sézanne (ტოკიო), Table by Bruno Verjus (პარიზი), Kjolle (ლიმა) და Don Julio (ბუენოს-აირესი).
წელს რეიტინგში 22 ქვეყნისა და 32 ქალაქის რესტორნები შედიოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ