პერუში, მაღაროზე თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 15

პერუში, მაღაროზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 15 პირი, 4 კი მძევლადაა აყვანილი, – ინფორმაციას Reuters ქვეყნის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შეირაღებულმა პირებმა მაღაროში შესვლისას ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს, თავს დაესხნენ კომპანიის შიდა დაცვის თანამშრომლებს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.