პერუში, მაჩუ-პიქჩუსთან მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევა მაჩუ-პიქჩუს ისტორიული ძეგლისკენ მიმავალ რკინიგზაზე მოხდა.
პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი მატარებლის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთაგან ოცის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე, სამინისტროში აღნიშნეს, რომ დაშავებულებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.




