პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ბობადილიამ განაცხადა, რომ ინციდენტი კახამარკის რეგიონში მოხდა და ავტობუსი, რომელშიც 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შესაბამისი სამსახურები უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ